მიწოდების პირობები
კლიენტის მიერ შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხორციელდება შემდეგი პირობებით:
სავარძლებისა და სკამების შეძენის შემთხვევაში:
ერთიდან ათ ცალამდე ნივთის (პროდუქტის) შეძენის შემთხვევაში, მიწოდება ხდება სამი სამუშაო დღის განმავლობაში, კლიენტის მიერ მითითებულ მისამართზე, კომპანია Denizo-ს მიერ.
ათ ცალზე მეტი ნივთის (პროდუქტის) შეძენის ან დიდი მოცულობის შეკვეთის განთავსების შემთხვევაში, მიწოდების ვადები და პირობები, ინდივიდუალურად მოლაპარაკების და შეთანხმების საფუძველზე განხორციელდება, რაც შესაძლებელია, როგორც წერილობითი ასევე ზეპირი ფორმით, საიტზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე ან ელექტრონულ ფოსტაზე დაკავშირების საშუალებით კომპანია Denizo-სთან.
მაგიდებისა და კარადების დამზადების შეკვეთის შემთხვევაში:
კონკრეტული შეკვეთის, მასალის, კონსტრუქციის სირთულისა და შეკვეთის ოდენობიდან გამომდინარე, შესაძლებელია შესრულებას დასჭირდეს 10-დან 30 დღემდე, რაც წინასწარ იქნება შეთანხმებული მყიდველთან.