გეიმერული სავარძელი შავი კარკასი პლასტმასა F409D
ბრენდი
Denizo
ფასი
330 GEL
ქვეყანა
Geo
დეტალური აღწერა:
- ჩვენს მიერ წარმოებულ და თქვენთვის შემოთავაზებულ მოდელებზე, შესაძლებელია თქვენთვის სასურველი ფერის შერჩევა და დამზადება შეკვეთით თქვენი სურვილისამებრ. აღნიშნული სერვისით სარგებლობისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საიტზე მითითებული საკონტაქტო ნომერზე ან ელექტრონულ ფოსტაზე.
- სავარძელი კომპიუტერული თამაშებისთვის, იგივე გეიმერული სავარძელი, შექმნილია სარბოლო მანქანების სავარძლის სტილზე, რომელიც უზრუნველყოფს ფუფუნებას და კომფორტს, ინტენსიური სათამაშო სესიების დროს გამოყენებისას, აგრეთვე ხანგრძლივი სამუშაოს შესრულების პირობებში.
- სავარძელი აღჭურვილია კონტურული სეგმენტირებული ბალიშებით, ინტეგრირებული თავის მისაყრდენით რაც ვიდეო და კომპიუტერული თამაშების დროს, ხანგრძლივი საათების განმავლობაში, გიქმნით კომფორტს და გიცავთ დაღლილობისგან.
- ერგონომიული დიზაინი, მყარი და ძლიერი ჩარჩო, შექმნილია კომფორტული მჯდომარე პოზიციის ხელშეწყობისათვის, რათა არ დაიღალოთ და პირიქით დაისვენოთ, ხანგრძლივი თამაშის თუ მუშაობის განმავლობაში, რასაც სავარძლის კონსტრუქცია და რბილი ბალიშები უზრუნველყოფს.
- ერგონომიული დიზაინი და მაქსიმალური კომფორტი. კომპიუტერის სათამაშო სავარძელი, განახლებული საყრდენით, უფრო კომფორტული და მოხერხებულია ვიდრე ჩვეულებრივი საოფისე სკამი. სავარძლის მაღალი და სხეულის ფორმებზე მორგებული რელიეფური საზურგე, გიქმნით მაქსიმალური სიამოვნების და კომფორტის განცდას თამაშის, მუშაობის და დასვენების პროცესში. ასევე სავარძლის დიზაინი და სტრუქტურა გათვლილია თქვენთვის კისრისა და ზურგის არეში ტკივილისა და დაღლილობის შეგრძნებების ასარიდებლად.
- ჩვენ განვაგრძობთ პროდუქციის მუდმივ დახვეწას და განვითარებას, მომხმარებლის სურვილის, რჩევების და რეკომენდაციების გათვალისწინებით. თუ თქვენ გაქვთ რაიმე მოსაზრება, წინადადება ან შეკითხვა, ჩვენ პროდუქციასთან დაკავშირებით, გთხოვთ ნუ მოგერიდებათ, დაგვიკავშირდით და გვაცნობეთ ამის შესახებ. ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენ რჩევებს.