საოფისე სავარძელი უკრაინული მოდელი 001
ბრენდი
Denizo
ფასი
230 GEL
ქვეყანა
Geo
დეტალური აღწერა:
- ჩვენს მიერ წარმოებულ და თქვენთვის შემოთავაზებულ მოდელებზე, შესაძლებელია თქვენთვის სასურველი ფერის შერჩევა და დამზადება შეკვეთით თქვენი სურვილისამებრ. აღნიშნული სერვისით სარგებლობისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საიტზე მითითებული საკონტაქტო ნომერზე ან ელექტრონულ ფოსტაზე.
- საოფისე სავარძელი აწყობილია მაღალი ხარისხის ნაწილებით და დეტალებით, ამიტომ ის დიდი ხნის განმავლობაში მოგემსახურებათ და მოგანიჭებთ სიამოვნებას ნებისმიერი სირთულის დატვირთული სამუშაოს შესრულების პროცესში.
- 360 გრადუსით მბრუნავი, სიმაღლის რეგულირებადი მექანიზმი, კომფორტული დასაჯდომი, ხერხემლის ფორმაზე მორგებული საზურგე, რბილი და ხარისხიანი გორგოლაჭები, რომლებიც არ კაწრავს იატაკს, გამძლე და ხარისხიანი დეტალები და ეს ყველაფერი შეკრებილი და აწყობილი საქმის კარგად მცოდნე პროფესიონალების მიერ, თქვენი მაქსიმალური კომფორტის და კმაყოფილების გარანტიაა.
- საოფისე სავარძელი შეიძლება გამოყენებული იქნას სახლში, ოფისში, საკონფერენციო დარბაზში, ვიზიტორთა მისაღებში, მაქსიმალური სიმყუდროვის და კომფორტის უზრუნველსაყოფად, კომპიუტერთან თუ საქმიან ქაღალდებთან, ხანგრძლივი ჯდომის და მუშაობის პროცესში.
- ელეგანტური დიზაინი: თქვენ მიერ შერჩეული ფერი და თანამედროვე სტილი, აძლევს ამ სკამს დახვეწილ და პროფესიონალურ იერს. დიზაინი საკმაოდ მრავალმხრივია იმისთვის, რომ მოერგოს სხვადასხვა სამუშაო პარამეტრებს, აღმასრულებლიდან შემოქმედებითამდე.
- ჩვენ განვაგრძობთ პროდუქციის მუდმივ დახვეწას და განვითარებას, მომხმარებლის სურვილის, რჩევების და რეკომენდაციების გათვალისწინებით. თუ თქვენ გაქვთ რაიმე მოსაზრება, წინადადება ან შეკითხვა, ჩვენ პროდუქციასთან დაკავშირებით, გთხოვთ ნუ მოგერიდებათ, დაგვიკავშირდით და გვაცნობეთ ამის შესახებ. ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენ რჩევებს.